იმისათვის, რომ შეძლოთ აპლიკაციით სარგებლობა, აუცილებელია გაეცნოთ მისი გამოყენების წესებსა და პირობებს და მხოლოდ მასზე თანხმობის შემთხვევაში გააგრძელოთ მომსახურების მიღება.
ვებ-გვერდის გამოყენების პირობები
1.1. ვებ-გვერდი/აპლიკაცია განკუთვნილია მხოლოდ და მხოლოდ თქვენი პირადი გამოყენებისათვის, შესაბამისად თქვენ შეგიძლიათ ისარგებლოთ მასზე დატანილი ინფორმაციით მხოლოდ პირადი მიზნით;
2.1. რეგისტრაციის გავლისას მითითებული ინფორმაცია და ასევე პაროლი, შეინახოთ კონფიდენციალურად და არ დაუშვათ მისი სხვა პირებისათვის გაზიარება/ხელმისაწვდომად გახდომა;
3.1. ჩვენი წინასწარი თანხმობის გარეშე გამოიყენოთ, დაამუშავოთ (მათ შორის გადაიღოთ ასლი, მოახდინოთ რეპროდუცირება და ა.შ.) ვებ-გვერდზე/აპლიკაციაში განთავსებული ინფორმაცია, ვიზუალი, დიზანი და ა.შ. გარდა იმ ინფორმაციისა, რაც დაკავშირებულია უშუალოდ თქვენს დაზღვევასთან;
3.2. გამოიყენოთ ვებ-გვერდი/აპლიკაცია და სისტემა არაავტორიზებულად, მათ შორის არარსებული სახელით და კოდით;
3.3. გამოიყენოთ ვებ-გვერდი/აპლიკაცია პირადი მიზნისგან განსხვავებული სხვა ნებისმიერი მიზნობრიობით, მათ შორის კომერციული მიზნით;
4.1. უკანონო/თაღლითური ქმედება, დისკრიმინაციული, ცილისმწამებლური, სიძულვილის ენით საუბარი ან სხვა იმგვარი ინფორმაციის განთავსება, გავრცელება/ტრანსმისია, რაც შესაძლოა არღვევდეს კანონმდებლობას ან/და ზიანს აყენებდეს კომპანიის საქმიან რეპუტაციას;
4.2. ვებ-გვერდისთვის/აპლიკაციისთვის ტექნიკური, პროგრამული ზიანის მიყენება.
5.1. ვებ-გვერდი/აპლიკაცია წარმოადგენს ჩვენს საკუთრებას და თქვენ ახორციელებთ მხოლოდ და მხოლოდ მასში განთავსებული ინფორმაციით/აპლიკაციით გათვალისწინებულ, თქვენთვის საჭირო მომსახურების მიღებას;
5.2. ვებ-გვერდზე/აპლიკაციაში განთავსებულ სტრუქტურასა და დიზაინზე, ასევე ალგორითმებზე/გადაწყვეტილებებზე/არქიტქტურაზე სრულად ვრცელდება ჩვენი საავტორო უფლება. ვებ-გვერდზე/აპლიკაციაში განთავსებული კომპანიის საფირმო სახელწოდება და სასაქონლო ნიშნები ასევე წარმოადგენს ჩვენს საკუთრებას და მასზე სრულად ვრცელდება საავტორო უფლებები;
5.3. ვებ-გვერდზე/აპლიკაციაში გამოქვეყნებული ნებისმიერი ინფორმაცია (ლოგო/გრაფიკა/სურათი/დიზანი/სასაქონლო ნიშნები/ა.შ.) წარმოადგენს ჩვენს საკუთრებას, შესაბამისად აკრძალულია მისი თქვენს მიერ უნებართვოდ გამოყენება;
5.4. ვებ-გვერდზე/აპლიკაციაში მითითებული სხვა პირთა სახელები, ბმულები, სასაქონლო ნიშნები, ლოგოები ეკუთვნით შესაბამის პირებს, რომელთა გამოყენების უფლებაც ასევე არ გაქვთ, მათი თანხმობის გარეშე;
6.1. ჩვენ უზრუნველვყოფთ ვებ-გვერდის/აპლიკაციის გამართულად ფუნქციონირებას, თუმცა არ ვართ პასუხისმგებლები მისი ჩვენგან დამოუკიდებელი მიზეზით გამოწვეული გაუმართაობის შედეგებზე;
6.2. პროგარმული მოდულოსა თუ ტექნიკის გამართულად მუშაობაზე, რომელიც აუცილებელია ვებ-გვერდზე/აპლიკაციაში მოსახვედრად, პასუხისმგებელი ხართ თქვენ;
6.3. ჩვენ პასუხისმგებლები ვართ ვებ-გვერდზე/აპლიკაციაში განთავსებული ინფორმაციის სიზუსტეზე მხოლოდ განთავსებული ინფორმაციის მოცულობით, ხოლო მოკლებული ვართ შესაძლებლობას ავიღოთ პასუხისმგებლობა მიღებული ინფორმაციის შედეგად თქვენი/მომხმარებლის ანალიზით/გადამუშავებით/ა.შ. მიღებული ინფორმაციის სიზუსტის შენარჩუნებასა და აღქმადობაზე - აღნიშნული წარმოადგენს თქვენს პირად რისკს;
6.4. ჩვენ მოკლებული ვართ შესაძლებლობას ავიღოთ პასუხისმგებლობა:
6.4.1. ვებ-გვერდის/აპლიკაციის გამოყენებით გამოწვეულ რამე ზიანზე, დანაკარგზე, თუნდაც ტექნიკური შეფერხების, დეფექტის, კომპიუტერული ვირუსის ან სისტემის გაუმართაობის შემთხვევაში;
6.4.2. იმ შემთხვევებზე, თუ ვებ-გვერდის/აპლიკაციის შემადგენელი გარკვეული კომპონენტები თქვენთვის ხელმისაწვდომი არაა;
6.4.3. ვებ-გვერდზე/აპლიკაციაში გამოქვეყნებული ინფორმაციის გამოყენებით დამდგარ შედეგებზე, მიუხედავად ჩვენი დიდი ძალისხმევისა, მოგაწოდოთ ზუსტი, დეტალური და ამომწურავი ინფორმაცია;
7.1. მომსახურების გაწევის ფარგლებში ჩვენ დავამუშავებთ თქვენს/ლიენტების/მომხმარებლებისა თუ სხვა ნებისმიერი პირის პერსონალურ ინფორმაციას, ვინც განახორციელებს რეგისტრაციას ვებ-გვერდზე/აპლიკაციაში. აღნიშნული ინფორმაცია გროვდება და ინახება ჩვენთან და ჩვენ ვიღებთ ვალდებულებას მიღებული ინფორმაცია დავამუშავოთ მომსახურების გაწევის მიზნით, მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული ფორმით;
7.2. ჩვენ უზრუნველვყოთ, რომ დაცული იყოს თქვენს შესახებ ჩვენთან დაცული კონფიდენციალური/პერსონალური ინფორმაცია, მესამე პირებს არ ჰქონდეთ კონფიდენციალური სახის ინფორმაციაზე წვდომა, არ მოხდეს მათი გამჟღავნება თქვენი წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე;
7.3. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით აღვნიშნავთ, რომ ჩვენ მაქსიმალურად ვეცდებით თქვენს შესახებ არსებული ინფორმაცია იყოს დაცული, თუმცა არ ვიღებთ პასუხისმგებლობას ისეთ შემთხვევებზე, როდესაც მესამე პირისათვის ინფორმაცია ცნობილი გახდა თქვენი ტექნიკური საშუალების გაუმართაობით, მესამე პირთათვის მომხმარებლის/პაროლის გაზიარებით, ტექნიკურ საშუალებაში აქტიური იუზერის დატოვებით და ა.შ. ყველა იმ შემთხვევაზე, როდესაც გამჟღავნება გამოწვეული არ არის უშუალოდ ჩვენი ბრალეულობით;
8.1. ჩვენ ვამუშავებთ თქვენს შესახებ არებულ პერსონალურ ინფორმაციას (როგორც თქვენს მიერ სისტემაში ატვირთულს, ასევე მომსახურების გაწევისათვის არსებულ სხვადასხვა დროს წარმოდგენილ ინფორმაციას) მხოლოდ საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად, თქვენთვის მომსახურების გაწევის მიზნით და აღნიშნული მომსახურების მისაღებად საჭირო მოცულობით. მონაცემები ასევე შესაძლებელია დამუშავდეს (მათ შორის გადაცემულ იქნას მესამე პირისათვის) კანონით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში;
8.2. ჩვენი თანამშრომლები და კონტრაქტორები, რომელთაც კომპეტენციის ფარგლებში წვდომა აქვთ გარკვეული კატეგორიის პერსონალურ მონაცემებთან, მათთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, შებოჭილნი არიან პერსონალურ მონაცემთა კონფიდენციალურად შენახვისა და არასანქცირებული წვდომის აღკვეთის ვალდებულებით, რისთვისაც კომპანიაში დაერგილია პროგრამაზე წვდომის სისტემის ინდივიდუალური დაშვების დონეები - თანამშრომელს წვდომა აქვს ინფორმაციის მხოლოდ იმ ნაწილზე, რაც საჭიროა მასზე დაკისრებული მოვალების შესასრულებლად;
8.3. თქვენი სადაზღვევო შემთხვევის მომსახურების პროცესში თქვენი პერსონალური ინფორმაცია შესაძლებელია გადაეცეს: სერვისის მიმწოდებლებს (სამედიცინო დაწესებულებები, ფარმაცევტული ქსელები, სტომატოლოგიური კლინიკები, კონტრაქტორი ავტოსახელოსნოები, ავტოსამრეცხაოები, საერთაშორისო ასისტანსი, გადამზღვეველი ორგანიზაციები და ა.შ.) იდენტიფიკაციის, მომსახურების გაწევისა ან/და ანგარიშსწორების მიზნით, ასევე შიდა და გარე აუდიტს;
8.4. თქვენ უფლება გაქვთ ნებისმიერ დროს მოითხოვოთ ჩვენთან დაცული ინფორმაციის გათხოვა/რედაქტირება/წაშლა/ა.შ. რასთან დაკავშირებითაც უნდა მოგვმართოთ პირობებში მითითებულ საკონტაქტო არხის მეშვეობით;
8.5. ჩვენს მიერ მონაცემების დამუშავება წარმოადგენს მომსახურების მისაღებ საშუალებას, შესაბამისად იმ შემთხვევაშიც კი თუ თქვენ უარს განაცხადებთ მონაცემების დამუშავებას, ჩვენ უფლებამოსილი ვართ გავაგრძელოთ დამუშავება მანამ სანამ ჩვენს შორის არსებობს მომსახურების გაწევის ურთიერთობა;
8.6. წინამდებარე მუხლით რეგულირებულ საკითხზე სრულად ვრცელდება მე-7 მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა და პასუხისმგებლობისგან გათავისუფლება.
9.1. წინამდებარე პირობები და ჩვენს შორის არსებული ნებისმიერი ურთიერთობა რეგულირდება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, შესაბამისად ჩვენს შორის არსებული დავის/უთანხმობის შემთხვევაში დავა წარიმართება საქართველოს სასამართლოს მეშვეობით;
9.2. ნებისმიერი უთანხმობის შემთხვევაში დავის დაწყებამდე თქვენ გაქვს უფლება მიმართოთ ჩვენს “ხარისხის მართვისა და მომხმარებელზე ზრუნვის სამსახურს”, “მომხმარებელთა პრეტენზიების მიღებისა და განხილვის პროცედურის” შესაბამისად, რომელიც განთავსებულია ჩვენს ვებ-გვერდზე.